
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებს. ეს განცხადება მან TV პირველთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოში ახალი ექსპერიმენტის გატარებას ცდილობს, კერძოდ, ჰიბრიდულ სტრატეგიას იყენებს.
"მე ვუხსნი პარტნიორებს, როცა იქ ვარ, რომ რუსეთი დღეს ცდილობს, აქ გაატაროს თავისი ახალი ექსპერიმენტი. როგორც ჩვენ ვიყავით 2008 წელს ექსპერიმენტი რუსეთისთვის სამხედრო აგრესიისა, რომელიც შემდეგ გაატარა ყირიმში, უკრაინაში, ასევე დღეს და არ გამოუვიდა, ვერ გაიმარჯვა უკრაინაში, ვერ გაიმარჯვა და ალბათ, ვერ გაიმარჯვებს თუნდაც ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ანუ, იმას ვერ მიიღებს, რაც უნდოდა, ახლა აქ ცდილობს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია გაატაროს. გამოიყენოს ოლიგარქი და ჯგუფი, რომელიც მათ ემსახურება და ასე, ომის გარეშე, მისთვის სანქციების გარეშე, წაგებების, მისთვის მსხვერპლის გარეშე, შემოვიდეს ისევ ქვეყანაში და ეს ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია პროპაგანდაზე, ფულზე, ადამიანების გამოყენებაზე, რომლებიც ბოლომდე ყველაფერს უტარებენ, ძალიან საშიში სტრატეგია ჩვენთვის. არჩევნების მანიპულაციით, ხომ ვიცით, რომ ესენი იყვნენ ყველაფრის სათავეში, ჩვენები, ესენი არიან შემსრულებლები. სცენარი არ იწერება აქ, სცენარი იწერება იქ [კრემლში] და მისი საკმაოდ რთული მოდელით ჩანს, რომ იქ იწერება სცენარი და ეს სცენარი თუ აქ გაუვიდათ, ამ სცენარს დაატრიალებენ სხვაგან", - ამბობს პრეზიდენტი.