ზურაბიშვილი: ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას

გულითადად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას.

თქვენი მტკიცე ლიდერობა ევროკავშირს აძლიერებს. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგანაც საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ რჩებიან ევროკავშირის გზაზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას სოციალური ქსელით ულოცავს.