უნდა ვიყოთ მადლობელი იმისათვის, რომ საზმაუ ნელ-ნელა, იმედი მაქვს ჩქარ-ჩქარა, დაიბრუნებს თავის ნამდვილ როლს, რომელიც არის ის, რომ ემსახუროს საზოგადოებას, რომელიც დავიწყებული ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია დღეს საქართველოში, ის ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ღირსია ამ საზოგადოების და პირიქით.
მინდა გამოვაცხადო ის, რაც არ მომხდარა დიდი ხნის განმავლობაში აქამდე, სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ, მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს.
განაცახადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.