ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობის, "სტუდენტები თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე.
წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
***
სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, მარიამ პატარიძე ადასტურებს. როგორც ცნობილია, მანაგაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მშვიდობიანი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.