საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრა ლიდერებს შორის უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, შვეიცარიაში, შედგა.
ზურაბიშვილმა სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.