მინდა ვათქვა ერთი მაგალითი, ჩვენი ერთი ელჩი... თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქელაძის. დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება, თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი. საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას. არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არც ერთი პარტიის, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო ბოლომდე.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელზე გამართულ ღონისძიებაზე.