ზურაბიშვილი: რუსები უკვე ისე იქცევიან როგორც საკუთარ ქვეყანაში

კარფურში შევიარე დღეს. რუსული თუ არ იცი შანსი არაა პროდუქტი ერთი მეორესგან გაარჩიო, ქართული წარწერა არა (თუ არა ზოგან ის ვითომც და შემადგენლობის მატარებელი სტიკერი რომელსაც ვერცერთი ნორმალურ მხედველობის მქონე ადამიანი ვერ წაიკითხავს).
საკვების ხარისხის კონტროლზე ზედმეტია ლაპარაკი.
ჩაჯდები ტაქსში და შეგვხდება მძღოლი, რომელმაც არც ენა არც ქალაქი იცის და რომელსაც ლიცენზიის ვალდებულებას არავინ უწესებს. ტურისტულ გიდებზე ხომ აღარაფერი ითქმის, რუსების და სხვა ეროვნების ხელშია ეს საქმიანობა და საქართველოს ისტორიას თუ ღირსშესანიშნობებს ისინი აცნობენ სხვებს. ჩვენ კულტურისა და ისტორისს სწორწარდგენაზე ან ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და დასაქმებაზე კი არავინ ზრუნავს.
ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომელებიც ერთი ხელით რეპრესიებით და მეორე ხელით გამდიდრებით არიან დაკავებულებმი.
რუსები ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში დროს ატარებენ და უკვე ისე იქცევიან ვით საკუთარ ქვეყანაში. მალე ახლად გაცემულ უვიზო რეჟიმით აქ შემოვლენ იმ ქვეყნების მოქალაქეებიც, ვისთვისაც ევროპის და ამერიკის საზღვრები პრაკტიკულად იხურება. ამ დროს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც ამ ბოლო წლებში ამდენი ადამიანი გადაარჩინა, განათლება მიაღებინა და საიდანაც იქ წასული ნათესავების გადმორიცხვებით რამდენი ოჯახი
ცხოვრობს, ამ ვიზალიბერალიზაციას უპირისპირებენ პატრიოტიზმს!!
ჩვენს მოქალაქეებს კი ციხე და ჯარიმები, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები, სამსახურიდან გაგდება, უმუშევრობა ან დაუცველი სამუშაო პირობები, და ყველგან მხოლოდ უსამართლობა!
ესეც პატრიოტიზმია!

წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.