ზურაბიშვილი რობოკოპებს: რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ?

თქვენი მოვალეობაა, დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი. თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხო? არც ქვეყნის, არც შვილების? არც თქვენს წინაპრებზე?

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა, საიდანაც თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმთან გადაინაცვლა.