ზურაბიშვილი: რეპრესიების ახალი ტალღა, ტიტუშკებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა

ტერორი საქართველოში. რეპრესიების ახალი ტალღა ამ ღამით, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, ტიტუშკებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, ურტყამდნენ თავებსა და სახეებში, იყო დაპატიმრებები, მაგრამ პროტესტი გრძელდება

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 2 თებერვალს მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დააკავა 20-ზე მეტი ადამიანი, მოქალაქეებს ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.