ეს გზა უნდა გავიაროთ, ყველანაირად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ყველა, ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ან იმუშავებს ევროპაში.
ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედია, რომ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ ევროპაში, აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტი, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც სხვაგან ვეძებთ.
მიმართა მოქალაქეებს ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.