
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა.
დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან "კონსტრუქციულ" დიალოგს მოელის, კერძოდ, მან თქვა, რომ ფიქრობს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ, არ გამორიცხა, რომ ის ცუდი იყოს.
ამასთან, დღევანდელ გამოსვლაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სურს, ალასკის შტატში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შედგეს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თავადაც მიიღოს ამ შეხვედრაში მონაწილეობა.
დონალდ ტრამპმა დაამატა, რომ მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულებისთანავე, პატივისცემის ნიშნად, მაშინვე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკოს და გაესაუბროს, შემდეგ კი - ევროპელ ლიდერებს.
ამასთან, დონალდ ტრამპა აღნიშნა, რომ შეხვედრის შემდეგ იტყვის, რანაირი შეთანხმება იქნება.
"მე მას [ვლადიმერ პუტინს] შევხვდები, ვნახავთ, რა პარამეტრები იქნება და შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, შეხვედრის დასრულებისთანავე და ვეტყვი, როგორი შეთანხმება იქნება. მე არ ვაპირებ, რომ შეთანხმება დავდო, შეთანხმება ჩემი დასადები არ არის, ვფიქრობ, რომ შეთანხმება ორივესთვის უნდა დაიდოს...", - თქვა დონალდ ტრამპმა.