ზურაბიშვილი: მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ეს ქართველების ამბიციაა

მინდა ვთქვა, ის თუ რატომ უნდა იყოს საქართველო თქვენ გონებაში, მისი მეგობრების გონებაში უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. პირველ რიგში, საქართველო არის ერთ-ერთი მტკიცე მეგობარი შეერთებული შტატების რეგიონში და რეგიონს მიღმა. ჩვენ ვიბრძოდით ავღანეთსა და ერაყში, ვართ ქვეყანა, რომელიც მოდის პოსტსაბჭოთა სამყაროდან. საქართველომ გამოიარა ყველა სტადია დემოკრატიისა და სახელმწიფოს მშენებლობისა.

80%-ზე მეტი მოსახლეობისა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ეს არის ქართველი ხალხის ამბიცია, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო.

განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰადსონის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.