ზურაბიშვილი: ქვეყანა, რომელიც მალულად აძევებს ქათამაძეს, სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს ჩამოშორდა

ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიის) უგულვებელყოფით , რომელიც ღამით მალულად და მისი დამცვლელების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს …ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას ეს საკითხი კი ღიაა!

ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქტივისტის, თემურ ქათამაძის მიერ ქვეყნის დატოვებას.

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე გუშინ თურქეთში გადაიყვანეს. მისი საცოლის, ნინო კაკულიას თქმით, ქათამაძეს ქალაქ ორდუში გადაიყვანენ, სადაც მასზე საქმეა აღძრული.