ზურაბიშვილი კაშხლის აფეთქებაზე: ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი

კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს.

საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, "ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.

საქართველო უკრაინის გვერდით დგას!

წერს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რუსებმა უკრაინაში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.