
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მასთან [პუტინთან] ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი იღუპება – ისინი ამერიკელები არ არიან, ისინი რუსები და უკრაინელები არიან. ეს არის ომი, რომელსაც არავითარი აზრი არ აქვს და რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი.
ეს კიდევ უფრო მეტად მაწუხებს, რადგან არჩევნები სრულიად გაყალბებული იყო და ეს სირცხვილია. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ახლა ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით – შემიძლია პირდაპირ ვთქვა ეს.
ჩვენ ვიმოქმედებთ, რათა ადამიანებმა იცოცხლონ. საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება – ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება. ყოველ კვირას 7,000 ადამიანი იღუპება, უმეტესად ჯარისკაცები, მაგრამ მაინც 7,000. თუ მე შემიძლია შევაჩერო ეს, მგონია, ვალდებული ვარ, გავაკეთო.
განაცხადა დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას.