ზურაბიშვილი გერმანიაში ევროპის ლიდერებსა და აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრებს გამართავს

ზურაბიშვილი გერმანიაში ევროპის ლიდერებსა და აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრებს გამართავს

14 თებერვალს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ზურაბიშვილი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს ევროპის ლიდერებსა და აშშ-ს დელეგაციასთან გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

ასევე, პრეზიდენტი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.