
მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისი, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი უცხოელი პარტნიორები ითხოვს ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როდესაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს ქვეყანაში, გრძელდება უკვე 4 თვეა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, არჩევნების გარდა.
ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.