
ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თავისუფლება იწყება და მთავრდება ევროპასთან. არანაირი თავისუფლება, კეთილდღეობა, მშვიდობა რუსეთთან ერთად არ არსებობს. ჩვენი გზა არის იმდენად ნათელი, რომ ეს ხალხი აქციებზე ყოველგვარი მოწოდების გარეშე მოდის და ისინი იდგებიან აქ. გამარჯვება და დაბრუნება ევროპის გზაზე არის გარდაუვალი, ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება.
26 მაისს მასშტაბური აქცია არ იქნება. ეს არის დღე როცა ჩვენ, ყველა უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ეს დამოუკიდებლობა სამუდამო მოცემულობა არ არის - ვიცით, წინა თაობებმა რამდენი იბრძოლეს. ასევე რამდენი გმირი არის იმის მომტანი, რასაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქვია. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ ვიდგეთ დამოუკიდებლობის გვერდით და მის დასაცავად. 26 მაისი ერთადერთი დღეა, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ყველას, ქართულო ოცნებას და მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ საქართველო თავის დამოუკიდებლობას ყოველთვის და ყოველგან დაიცავს.
ევროკავშირში ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. მაგრამ იმას ნაკლებად ხედავენ, რომ დემოკრატიის განადგურების მიღმა, ჩვენი დამოუკიდებლობის განადგურების საფრთხე დგას. ამას კი ჩვენ შიგნიდან ვგრძნობთ და არ დავუშვებთ. ამიტომაცაა ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ხალხის აქ დგომა.
განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფორმულასთან ეთერში.