ჩვენი ერთობა არის ის, რასაც ებრძვის რუსეთი. რასაც ებრძოდა მუდამ და რაშიც დამარცხდება რუსეთი. ეს იყო რუსეთის მიზანი - დაყავი და იბატონე. ამას ეცადა ყველანაირად და ეს, ასევე, შეეხო სამეგრელოს.
ამიტომ არის, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე განათლებული ადამიანები არა, ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა უნდა იყოს დაცული, ეს ჩვენი საგანძურია. სვანური ენა უნდა იყოს დაცული, ეს ჩვენი საგანძურია.
თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე.