
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს და პირველი ქვეყანა, სადაც მიემგზავრება, ლიეტუვაა.
ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"ბალტიის ქვეყნებში ჩემს ვიზიტს ვიწყებ ლიეტუვიდან - ქვეყანა, რომელიც მუდამ ედგა საქართველოს გვერდში ჩვენს ევროპულ გზაზე. მადლიერნი ვართ თქვენი მხარდაჭერისა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის ჩვენი ბრძოლისადმი", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
Starting my visit to the Baltic States in Lithuania — a country that has always stood by Georgia on our European path.We’re thankful for your support in our fight for new, free and fair elections.