მე მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვინც გარეთ გამოსული ხართ, არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. როგორი იქნება ეს პროტესტი, სამართავია მომავალ დღეებში. ეს არის საზოგადოებისა და გაერთიანებული ამ ძალების [ოპოზიციის] გადასაწყვეტი.
არ შეგუება, არ დანებება, წინააღმდეგობა. მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე.
განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და აქციის მონაწილეებს მიმართა.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფიგნზე იმის შესახებ ისაუბრა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.
კობახიძის განცხადებას მოჰყვა საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია.