კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.
"გარეთ ვარ", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
***
2 დეკემბერს პოლიციელებმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილს, რომელმაც რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდა, პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს.
დაფიქსირდა ძალადობის ფაქტებიც - ერთ-ერთმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ადამიანების დაკავებასა და ძალის გამოყენებით მსვლელობის ჩაშლის მცდელობას აპროტესტებდა, ხელი უბიძგა და დააგდო