ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი გარე ფასადის მოპირკეთებაზე მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მუშა უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.