ზუგდიდში, სოფელ დარჩელში კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. უბედური შემთხვევისას, კაცი მდინარეში დენით თევზაობდა.
კაცის ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.