ზინგერისი: ოცნება საქართველოს რუსეთის იმპერიის ქოლგის ქვეშ აბრუნებს, სამწუხაროა

ევროპის მთელი პოლიტიკური სპექტრი ცდილობს ერთი ხმით თქვას "ქართულო ოცნებავ, გამოფხიზლდი, შეაჩერე საქართველოს ევროპული გზის დეგრადაცია". სავარაუდოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ ვიღაც გარედან დაეხმარება ან მისაღები იქნება აშშ-ის ადმინისტრაციისთვის, მაგრამ არ მგონია. ქართული ოცნება საქართველოს რუსეთის იმპერიის ქოლგის ქვეშ აბრუნებს. ეს ძალიან სამწუხაროა.

ქართველები იმსახურებენ ჰქონდეს ევროპული ქვეყანა, იმსახურებენ ჰქონდეთ ევროკავშირსა და NATO-ში. თუ გადაწყვიტეს, არ მოგვისმინონ, მაშინ იმედია, ქართველები იპოვიან შესაძლებლობას, ამაზე პასუხი მოძებნონ. ბოლო არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი, მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რაც შეიძლება მალე. ეს დაეხმარება სიტუაციას. ასევე, შეუძლებელია მასმედია იყოს მონოპოლიზებული ისე, როგორც ბელარუსში. დღეს გვყავს საქართველოში პოლიტპატიმრები და უზარმაზარი თანხებით დაჯარიმებული ხალხი, რომლებიც დგანან დემონსტრაციებზე. ჩვენ ყველაფერი ვიცით, რაც საქართველოში ადგილზე ხდება. ჩინურ კამერებით არჩევენ ყველა სახეს დემონსტრაციების დროს და იღებენ ათასობით ევროს ჯარიმას, რაც უკანონოა.

განაცხადა ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა. დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე გადაუდებელი დებატები გაიმართება.