ჟურნალისტი რეჟიმის ტყვეობაში

ჟურნალისტი რეჟიმის ტყვეობაში

სინდისის კიდევ ერთი პატიმარი რეჟიმის ანგარიშზე. მაღალი რეპუტაციისა და სანდო გამოცემის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი რეჟიმის მოსამართლემ იმდენად საშიშად მიიჩნია, რომ მისი ციხეში გაშვება გადაწყვიტა. ორ თვიანი პატიმრობა "ბათუმელებისა და ნეტგაზეთის" დამფუძნებელს ნინო სახელაშვილმა შეუფარდა, - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, საეჭვო კვალიფიკაციით. არ გაითვალისწინა არც გირაოს შუამდგომლობა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას მოიცავდა. ჟურნალისტის მხარდასაჭერად კოლეგები ბათუმში მთელი ქვეყნიდან ჩავიდნენ. რეჟიმისგან პოზიტიური მოლოდინი არავის ჰქონია, საკუთარი განწყობები კი გადაწყვეტილების შემდეგ შეძახილებითაც გამოხატეს.