ემიგრანტები, როგორც ოცნების სერიოზული თავსატეხი. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ახალ ტენდენციაზე ჰყვებიან. ემიგრანტებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ, პირად მონაცემებსა და წინასაარჩევნო განწყობებს არკვევენ. ზოგ შემთხვევაში იწერენ პირად ნომერსაც. ემიგრანტები ეჭვობენ, რომ ზარების უკან ქართული ოცნება დგას, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხარდამჭერები არ ეგულება და დაშინებას მიმართავს.