
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა მას ბრალად სდებს უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს, მას 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ის ფორმულას ეზოში აიყვანეს.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დაკავებამდე ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს და მას ტელეფონები წაართვეს.