მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2005 და 2007 წლებში დაბადებულმა პირებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე, თანასოფლელი ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, ბრალდებულები დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.