ზესტაფონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს

ზესტაფონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს

ზესტაფონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს. პარტიის რეგიონული ოფისიდან წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა.

უცნობმა პირებმა ოფისში შესვლა შენობის ფანჯრიდან მოახერხეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, დანაშაული ხელისუფლების დავალებით მათთან დაახლოებულმა პირებმა ჩაიდინეს.

ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.