ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩანჩქერთან 19 წლის ბიჭს ეძებენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩანჩქერთან 19 წლის ბიჭს ეძებენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში 19 წლის ბიჭს ეძებენ.

არსებული ცნობით ინფორმაციით, ახალგაზრდა სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარე ძუსაში გაუჩინარდა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.