
ალასკაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სრულად ეთანხმება დონალდ ტრამპს - უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. „ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ,“ - თქვა პუტინმა და იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული შეთანხმება მშვიდობისკენ გზას გაუხსნის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ და „დიდი პროგრესის“ მომტანი უწოდა, თუმცა აღნიშნა: „შეთანხმება მხოლოდ მაშინ იქნება, როცა საბოლოოდ მოვილაპარაკებთ.“ მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ნატოს ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება, რათა შეხვედრის შედეგები გააცნოს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველთვის „ფანტასტიკური ურთიერთობა“ ჰქონდა პუტინთან, თუმცა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებებმა ეს ურთიერთობა შეაფერხა. პუტინის თქმით, მოლაპარაკებები „პატივისცემითა და კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა და ეს იყო დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.
მნიშვნელოვანი ფრაზები შეხვედრიდან:
პუტინი:
ტრამპი:
პუტინმა შემდეგი შეხვედრის ჩატარება ტრამპს მოსკოვში შესთავაზა. ტრამპმა უპასუხა: "ვნახოთ. შეიძლება ძალიან მალე ვისაუბროთ და შესაძლოა ძალიან მალე შევხვდეთ კიდეც"