უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტზე, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით, სიტუაცია გართულდა.
"ასეთი ცხელი ომის დროს ფრონტზე ვითარება ყოველთვის რთულია, მაგრამ ამ დღეებში, და განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით, ვითარება უფრო გართულდა", - თქვა პრეზიდენტმა.
მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სამხედროებს, რომლებიც, მისი თქმით, ყველაფერს აკეთებენ უკრაინის პოზიციების დაცვისა და ოკუპანტის განადგურებისთვის.