![რეჟიმის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა პოლიციამ 5 000 ლარით დააჯარიმა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/aff634b5-7f17-4ccc-9909-5bc823d78892.jpg)
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უზრუნველყოფს, ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს.
ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ კურსკის ოლქს შესთავაზებს.
"ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ არ იცის, რომელ ტერიტორიას გაიღებს რუსეთი კურსკის სანაცვლოდ.
"მე არ ვიცი, შევხედავთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, არ გვაქვს პრიორიტეტები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.