
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის და სურვილი აქვს, ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში, სადაც რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდეს.
"დიახ, ვისურვებდი, მზად ვარ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევხვდეთ პარტნიორებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ამზადებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს ვატიკანში.
ასევე, სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე ვატიკანში ცოლთან ერთად გაემგზავრება.
კრემლში თქვეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იტალიაში გამგზავრებას არ გეგმავს. სამშაბათს ჟურნალისტებს სპიკერმა დიმიტრი პერსკოვმა უთხრა, რომ გადაწყვეტილება, ვინ იქნება რუსეთის წარმომადგენელი დაკრძალვის ცერემონიალზე, ჯერ არ მიუღიათ.