უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში კრემლისგან ულტიმატუმი მიიღო - რუსეთისგან მისი გადადგომა და პრორუსი უკრიანელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დანიშვნა. ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობისას ისაუბრა.
”ზოგი ადამიანი მოვიდა ჩემთან ომის პირველ დღეებში, ზოგი უკრაინიდან… მათ ულტიმატუმი მომცეს (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ) პუტინისგან"
მათ თქვეს, რომ უნდა წავიდე და მედვედჩუკს (პრეზიდენტად) შემცვლიან",-განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ასევე ულტიმატუმი გულისხმობდა უკრაინას ეღიარებინა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება დონბასში, შეეცვალა კონსტიტუცია და „ნეიტრალიტეტის" გამოეცხადებინა, ჯარის შემცირება 50000 კაცამდე, უარის თქმა იარაღის არსენალის დიდ ნაწილზე და რუსულის აღიარება უკრაინის ოფიციალურ ენად.
"ეს მოლაპარაკება არ იყო; ეს ულტიმატუმი იყო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მსგავსი პუნქტები რუსეთმა მოგვიანებით თურქეთში 2022 წლის წარუმატებელ სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც წამოაყენა.