ზელენსკიმ უკრაინის გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა

ზელენსკიმ უკრაინის გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური შტაბის ახალი უფროსი დანიშნა.

ზელენსკის გადაწყვეტილებით, სერგეი შაპტალას გენერალური შტაბის უფროსად გენერალ-მაიორი, ანატოლი ბარგილევიჩი შეცვლის.

"დღეს შეხვედრა გავმართე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სარდლობასთან, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. შეხვედრების შედეგებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შევცვალე. მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას ომის ამ ორი წლის განმავლობასი გაწეული სამსახურისთვის.

გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი ოლექსანდრ სირსკის წინადადებით დავნიშნე. ამასთან, სირსკის ეყოლება ახალი მოადგილეები, რომლებიც თავად შეარჩია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.