ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 წლის თეკლა გერსამიას, რომელსაც ქმრის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მაშინ როცა დაცვის მხარე გირაოს - 30 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.

გერსამია ბრალს არ აღიარებს. პროცესი 16 ოქტომბერს გაგრძელდება.

საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.