თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. უწყების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გუშინვე სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალპურ ზონაში ბალახის ხანძარს აქრობდნენ, პროცესში ვერტმფრენიც იყო ჩართული.