ტრამპი: ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს

ტრამპი: ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი მოაწერს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი მალე გათავისუფლდება.

"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მარადიული მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან. დიდი დღეა არაბული და მუსლიმი სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მიმდებარე ქვეყნისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მადლობას ვუხდით შუამავლებს კატარიდან, ეგვიპტესა და თურქეთიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს ამ ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენის განსახორციელებლად"- წერს ტრამპი.

29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ შეხვედრაზე "ღაზას კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმა" გამოაქვეყნა.

ამ წინადადების მიზანია თითქმის ორწლიანი ომის დასრულება, რამაც ისრაელი მზარდი საერთაშორისო იზოლაციის წინაშე დააყენა.

ტრამპის მიერ წარმოდგენლი სამშვიდობო გეგმის დებულებები იხილეთ ბმულზე.