ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვარზე ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვარზე ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

24 აგვისტოს ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვართან, ჩერმენის სოფლის მიმდებარედ, ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დაპირისპირება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა და გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა, თუმცა ოფიციალური უწყებები მასობრივ დაპირისპირებას უარყოფენ.

ინგუშეთის ხელისუფლებამ ფაქტი დაადასტურა და მოსახლეობას მოუწოდა - არ აჰყვნენ პროვოკაციებს. მათი განცხადებით, ინციდენტი საყოფაცხოვრებო კონფლიქტს უკავშირდებოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და მაღალჩინოსნები ჩავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე არაერთი დაპირისპირება დაფიქსირდა.