კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ გააფრთხილა და "უცხოური ძალისგან" დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ გააფრთხილა და "უცხოური ძალისგან" დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, „ფორმულა მულტიმედიამ“ 2025 წლის მეორე კვარტალში კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიისგან — INFINITY CV GROUP CY LTD — 1.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, რაც სესხად არის დაფიქსირებული. იგივე ტიპის სესხით მიიღო დაფინანსება „ფორმულამაც“.