გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბეილი 25 აგვისტოს დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კლინგბეილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება.

„პუტინს ილუზია არ უნდა ჰქონდეს, თითქოს გერმანიის მხარდაჭერა შეიძლება გაქრეს. პირიქით – ჩვენ ვრჩებით უკრაინის მეორე უმსხვილეს პარტნიორად მსოფლიოში და უდიდესად ევროპაში. უკრაინას კვლავ შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს,“ – აღნიშნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციური მთავრობის უმცროსი პარტნიორია.

ვიცე-კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ხოლო ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და სანდო უსაფრთხოების გარანტიები.