ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობის ნოემბრამდე გახანგრძლივებას ხელი მოაწერა

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობის ნოემბრამდე გახანგრძლივებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებაზე კანონებს ხელი მოაწერა.

23 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობის 2024 წლის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.

რადამ ასევე გაახანგრძლივა საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით.

ზელენსკიმ დოკუმენტებს ხელი 7 აგვისტოს მოაწერა.