
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი უარყო ვლადიმირ პუტინის ინიციატივა 7-დან 9 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სანაცვლოდ, მას 30-დღიან ზავზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, პუტინის წინადადება თეატრალურ დადგმას უფრო ჰგავს, რადგანაც რამდენიმე დღეში რეალური შედეგების მიღება შეუძლებელია. იგი ასევე დასძენს, რომ უპირობო ზავი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შემოთავაზებული მოდელია, რომელსაც უკრაინა მიჰყვება და სურს, რომ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე შედგეს.
"ეს უფრო თეატრალური წარმოდგენაა მისი [პუტინის] მხრიდან.შეუძლებელია ომის ორ ან სამ დღეში დასრულების შემდგომი ნაბიჯების რაიმე გეგმის შედგენა.
ამიტომ, ეს უბრალოდ არა სერიოზულად, არამედ ძალიან უაზროდ გამოიყურება. არავინ აპირებს თამაშს, რათა პუტინს 9 მაისს იზოლაციიდან გამოსვლის რბილი ატმოსფერო შეუქმნას და ყველამ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. იმ ლიდერებიდან, ან პუტინის მეგობრებიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც 9 მაისს კრემლის მოედანზე ამა თუ იმ მიზეზით ჩამოვლენ - არავინ გეგმავს მის დახმარებას. ჩვენ უბრალოდ ან ომში ვართ, ან პუტინი აჩვენებს, რომ მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და ომის დასრულების პირველი ნაბიჯებისთვის. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ეს 1-ელი, 3 ან 5 [მაისიდან]. თუ მას რომ ეს [ცეცხლის შეწყვეტა] 7 მაისიდან დაიწყოს, ჩვენ არ გვაინტერესებს. მაშინ ეს 7 მაისიდან 30 დღე უნდა გაგრძელდეს.." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.