ზელენსკი ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და ქართველ ხალხს ევროკომისიის რეკომენდაცია მიულოცა

ზელენსკი ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და ქართველ ხალხს ევროკომისიის რეკომენდაცია მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და ქართველ ხალხს დღევანდელი დადებითი რეკომენდაცია მიულოცა.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილმა მიულოცა უკრაინელებს და მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროპული კომისიის დადებით შეფასება. მე ასევე დავაყენე უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხი", - დაწერა მან.

ამასთან, ზელენსკის თქმით, გამოხატა მადლიერება იმასთან დაკავშირებით, რომ მალტაში უკრაინის სამშვიდობო ფორმულის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე საქართველომ წარმომადგენლები გაგზავნა.