საგამოძიებო: სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დავაკავეთ

საგამოძიებო: სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფატებზე 2 ადამიანი დააკავეს.

უწყების განცხადებით, შპს "ლაგი კაპიტალმა" მოიგო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. თუმცა საგამოძიებოს განცხადებით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

ამასთანავე, საგამოძიებოს ცნობით, არ აშენებულა ჯამში 4 სკოლა რასაც კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.

უწყება აცხადებს, რომ გარკვეული მექანიზმის გამოყენებით, ბრალდებულები უკანონოდ დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.

დაკავებულებს თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფატებზე დაკავებულია ორი პირი.

ბრალდებულებმა ა.ბ.-მ და ბ.ბ.-მ 2023 წელს შპს "ლაგი კაპიტალის" მეშვეობით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომლებიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეს მდგომარეობით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. ამასთან სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიცილპალიტეტში უნდა შენებულიყო 1, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 სკოლა. ამ შემთხვევაშიც, არც ერთი სკოლა აშენებული არ არის.

გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წერვებთან ერთად დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში, ე.წ. თეთრ სიაში, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას, ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით - წარადგინეს მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითუირად დაეუფლენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარუიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს. თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი, 1 211 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირებზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასაჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო ეკოონომიუკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.