ზელენსკი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

ზელენსკი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

ვილნიუსში ასევე ჩავიდა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაც. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი ადასტურებს.

მანამდე, ზელენსკიმ Twitter-ზე უკმაყოფილება გამოთქვა სიგნალების გამო, რომელთა მიხედვით, მისი თქმით, NATO-ს სამიტზე უკრაინის შესახებ ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება.

მისი თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული უკრაინის NATO-ში მიწვევისა და წევრობისთვის. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ღიად ისაუბრებს იმის თაობაზე, რომ გაურკვევლობა სისუსტეა, რომელიც რუსეთს ეხმარება.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს იმართება.