
ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების მიერ "ფორმულასა" და "პუბლიკის" ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმისა და მუქარის გამო, განგაშის სიგნალი გამოსცა.
ცნობისთვის, “ფორმულას“ ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის თქმით, “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრის, გელა ხასაიას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მანდატურმა მას ტელეფონი წაართვა, რომელიც მას შემდეგ გატეხილი დაუბრუნეს.
ხოლო “პუბლიკას” ჟურნალისტმა, მინდია გაბაძემ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური, დავით მატიაშვილი რამდენჯერმე დაემუქრა მას ფიზიკური ანგარიშსწორებით.
მისივე თქმით, უხეში ფიზიკური მოპყრობის შემთხვევები სხვა მანდატურების მხრიდანაც ყოფილა.