ზელენსკი: ვემზადებით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის, ამ წლის ხედვას წარვადგენთ

ჩვენ ვემზადებით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისთვის. ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. უკრაინა წარადგენს ამ წლის ხედვას, პერსპექტივების ხედვას, რომელიც ყველა თავისუფალ ერს გვაქვს და რომელიც არ უნდა დაიკარგოს. ეს იქნება გადამწყვეტი წელი მრავალი თვალსაზრისით. თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და მადლობელი ვარ მსოფლიოში ყველასი, ვინც ამას აცნობიერებს. ყველასი, ვინც გვეხმარება. ყველა ლიდერს, ყველა ქვეყანას, რომელიც ისევე ისწრაფვის სამართლიანი მშვიდობისკენ, როგორც უკრაინელები.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.